დაიბადა 1968 წლის 1 ივნისს, თბილისში. 23 წლისამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ლიტერატურათმცოდნეობის სპეციალობით და გახდა ამავე უნივერსიტეტის პედაგოგი. იმავდროულად თანამშრომლობდა აკადემიურ და ლიტერატურულ ჟურნალებთან. 1992-1994 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის კონსულტანტი. 1994-1995 წლებში იყო ჯერ AFP და შემდგომ AP-ს ჟურნალისტი, წერდა ჩეჩნეთის ომის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტების შესახებ. 1997 წლიდან დასახლდა საფრანგეთში.