ფილმის მთავარი გმირი, 80-ს მიტანებული ელენე, მწერალია. ის ცხოვრობს ოჯახთან ერთად და, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ოთხ კედელშია გამოკეტილი. მის მყუდროებას არღვევს მათ სახლში მირანდას გადმობარგება. მირანდა ყოფილი საბჭოთა მაღალი რანგის ფუნქციონერია, რომელიც ალცჰაიმერით არის დაავადებული.