ფილმი XVI-XVIII საუკუნეების საქართველოს ტრაგიკული ისტორიის ეპიზოდებს ასახავს და წარმოაჩენს მიზეზებს, რომლებმაც მეფე ერეკლე II მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, ქვეყნის ბედი ერთმორწმუნე რუსეთისთვის მიენდო. 1783 წელს ქართლ–კახეთის გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთს შორის გაფორმდა შემდგომში „გეორგიევსკის ტრაქტატად“ წოდებული „სამეგობრო შეთანხმება“ საქართველოს რუსეთის მფარველობის ქვეშ გადასვლის შესახებ.