დაიბადა 1913 წლის 8 ივნისს სოფ. ბაშში (სამტრედიის რ-ნი). 1930 წელს დაამთავრა ბათუმის საშ. სკოლა და სწავლა გააგრძელა სამსახიობო ხელოვნების უმაღლეს კურსებზე. 1933-34 წ.წ. მუშაობდა სიღნაღისა და სოხუმის თეატრებში, 1938 წლიდან მოღვაწეობდა ქუთაისის თეატრში.