მარტოხელა, ღატაკი ბიკენტი უპატრონო ძაღლს, "პლაჟის ავაზაკს" დაიმეგობრებს. ამ დღიდან მისი ცხოვრება შეიცვლება. ძაღლი პლაჟზე მყოფ დამსვენებლებს სხვადასხვა ნივთებს და ფულს პარავს და ბიკენტისთან მიარბენინებს. ბიკენტი შვილიან ქალს, მზეხას გაიცნობს. მზეხა ბიკენტის შემოსავლის წყაროს დაადგენს და მასზე გულს აიყრის. უზნეობას ძაღლიც იგრძნობს და პატრონს მიატოვებს. "შემოსავლის" გარეშე დარჩენილ ბიკენტის მევალეები ყველაფერს წაართმევენ. იგი კვლავ ღატაკ მარტოხელად გადაიქცევა.