ქალაქში გამეფებული უზნეობის, სიყალბისა და შეზღუდულობისგან თავის დასაღწევად ნიკა მთის სოფლის ინტერნატში მიდის მასწავლებლად. გადის დრო. ნიკა ხვდება, რომ საშველი არც აქ არის. შეუბღალავი ბუნების მკვიდრთაც მოწყენილობა და უიმედობა დაუფლებიათ, ირგვლივ მხოლოდ მგლების ყმუილი ისმის.