დაიბადა 1959 წლის 1 იანვარს თბილისში. 1982 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (ელდარ შენგელაიას სახელოსნო). საკურსო ფილმი "გმირი" საკავშირო კინოფესტივალის პრიზით დაჯილდოვდა, მაგრამ საქართველოში არ აჩვენეს, იგივე ბედი ეწია ფილმს "მატარებელი". ცხოვრობდა ავსტრიაში, შემდეგ ჰოლანდიაში. ტატო კოტეტიშვილი გარდაიცვალა 1997 წლის 16 მაისს.