ცნობილი მკურნალი-ექსტრასენსი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სხვათა ცხოვრების მესაიდუმლეს, საკუთარ შვილთან სულიერი კონტაქტი სრულიად დაუკარგავს. ვაჟის თავშესაფარი კრიმინალური სამყარო გამხდარა. შვილის დასახმარებლად მამა იძულებული გახდება ზნეობრივი კომპრომისი დაუშვას - სამართალდამცავებს სავარაუდო დამნაშავის დადგენაში დაეხმაროს და იგი ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ გამოტეხოს.