იმერეთის ღატაკი სოფელი. შეუძლოდ გამხდარ გლეხს სახლში უგონოდ მოასვენებენ. რაკი ვერაფრით უშველიან, გადაწყვეტენ, ადათის მიხედვით "უბედურება" ზემო ან ქვემო სოფელს გადაულოცონ. უბედურების თავიდან ასაცილებლად ატეხილ ჩხუბში სოფლელები ყველაფერს დალეწენ, თანაგრძნობის უნარს, ადამიანურ სახეს დაკარგავენ. უბადრუკთა ამ კრებულში ერთადერთ ნათელ სხივად უბრალო გლეხის ქალის, მაიას სახე გამოკრთის. ის, ვის გამოც დავიდარაბა ატყდა, დილით საღ-სალამათი ადგება და ყანაში სამუშაოდ წავა.