მეოცნებე გოგონას პირველი სიყვარული არ გაუმართლებს – თანასოფლელი ბიჭი მიატოვებს. გოგონა ოჯახის წევრების საყვედურებს, შერცხვენილ ყოფას ვეღარ უძლებს და ახალი ცხოვრების დაწყების იმედით ქალაქში მიდის. არც ქალაქი დაინდობს. საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის ამაო ბრძოლა ახალგაზრდა ქალს სულიერ, საბოლოოდ კი ფიზიკურ განადგურებამდე მიიყვანს.