ფილმი ორი ნოველისგან "მოსკოვი-თბილისი" და "წმინდა გიორგის ძიება" შედგება და მათ ერთი მხატვრული დეტალი - წმინდა გიორგის ხატი აერთიანებს. წმინდა გიორგის ხატი ფილმის მთავარ გმირებთან ერთად მოგზაურობს საქართველოდან რუსეთში და პირიქით.
იდეის ავტორი რევაზ (რეზო) ჩხეიძე, დამფინანსებელი მიხეილ ხუბუტია ფილმი გადაღებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.