"მერცხლები" და "ბეღურები" – შავიზღვისპირა კურორტის დამსვენებლები და მათი მასპინძლები – ერთი შეხედვით თითქოს შეხმატკბილებულად ატარებენ დღეებს, მაგრამ ამ "იდილიურ" ყოფაში თითოეული მათგანის ზნეობრივი დაცემის ნიშნები ვლინდება. საზოგადოება სრული დეგრადაციისკენ მიექანება.