უცხოელი ბიზნესმენი ჩამოდის საქართველოში და იხიბლება ქვეყნით, რომელსაც აქვს სამიათასწლიანი ისტორია, რომელიც არის ღვინის სამშობლო, სადაც ცხოვრობს ხალხი, რომლის თავდადებულმა ბრძოლამ უამრავი დამპყრობლის წინააღმდეგ დღემდე მოიყვანა იგი. სტუმარს აოცებს ქართველთა სტუმართმოყვარეობა და მათი სიყვარული საკუთარი მიწის მიმართ.