ახალგაზრდა მეცნიერი მერაბი დიდი ხანია საგონებელშია ჩავარდნილი. ის და მისი მეუღლე ლია ქერათმიანები არიან. სხვა ნათესავებიც, მათი ვაჟიშვილი კი შავტუხაა და ხუჭუჭთმიანი. მერაბი ცოლზე ეჭვიანობს. მისი აღგზნებული გონება რას აღარ წარმოიდგენს – დარწმუნებულია, რომ ბავშვი სამშობიაროში შეუცვალეს. მოულოდნელად სტუმრად სხვა ქალაქში მცხოვრები სიდედრი ეწვევათ, რომელიც მერაბს არასდროს უნახავს. ბავშვი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ბებიას.