დაიბადა 1937 წლის 25 მაისს ქ. თბილისში. 1956 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობს რუსთაველის თეატრში. თეატრში მისი როლებიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მზარეული და (”კავკასიური ცარცის წრე”) და ელიზაბედ დედოფალი (”რიჩარდ III”). ლიკა ჭავჭავაძემ ამ სპექსტაკლებით თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა. მისი ბოლო როლები იყო მარი ხოფესი (გარსია ლორკას ”ბერნანდა ალბას სახლი”) და მოხუცი დედოფალი ელისაბედი (შილერის ”მარიამ სტიუარტი”). საქართველოს დამსახურებული არტისტი (1976).