საბჭოთა ეპოქის ”პერესტროიკის” პერიოდში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შესაძლებლობა მიეცა მოენახულებინა თავისი პირველი სიყვარული - გერმანელი გოგონა, რომლისგანაც მხოლოდ ფოტო ჰქონდა შემორჩენილი. სწორედ ამ გოგონამ შეუნარჩუნა სიცოცხლე ტყვედ ჩავარდნილ ქართველ ჭაბუკს, რომელიც მის ოჯახში მებაღედ მუშაობდა.