დაიბადა 1943 წლის 2 მარტს ქ.თბილისში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის პირველ მუსიკალური სასწავლებელი. 1967 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით (პროფესორ ე. გურევიჩის საფორტეპიანო კლასი), ხოლო მეორედ 1974 წელს კომპოზიციის სპეციალობით (პროფესორ დავით თორაძის კლასი). 1958-1970 წლებში მუშაობდა თბილისის მე-6 მუსიკალურ სკოლაში ჯერ ილუსტრატორად, შემდეგ - ფორტეპიანოს პედაგოგად. 1971-1976 წლებში იყო თბილისის პირველი მუსიკალური სასწავლებლის ფორტეპიანოს პედაგოგი და გუნდის აკომპანიატორი. 1972-1979 წლებში მუშაობდა თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგედ, 1980-1985 წლებში საქტელერადიოს სახელმწიფო კომიტეტის ახალგაზრდულ გადაცემათა რედაქციის მუსიკალურ რედაქტორად, 1989-1991 წლებში თბილისის თეატრ "ერქოს" მუსიკალურ ხელმძღვანელად. 2005 წლიდან მუშაობს საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მთავარ დირიჟორად. 1976 წლიდან საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრია.
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1989).