კახეთის ერთ სოფელში ცხოვრობს მეკუბოვე თედო, თავის საყვარელ ცოლთან – ბაბალესთან ერთად. თედო მთელ თავის ცხოვრებას მხიარულებაში ატარებს. გამოცნდება თუ არა სოფლის ბირჟაზე, ყველა მის გარშემო იყრის თავს. ასე უდრტვინველად ცხოვრობს თედო მანამდე, სანამ ცოლი არ მოუკვდება. ბაბალე კვდება და თედოს ცხოვრებას აზრი ეკარგება. თურმე ეს ერთი ქალი ყოფილა ყველაფერი. თედო ჩაიკეტება თავის თავში, მეველედ წავა, გაერიდება სოფელს და უპატრონოდ, ყველასგან შორს იყინება თოვლში.