პოლონეთში სამეცნიერო სიმპოზიუმზე გამგზავრებულ ქართველ მეცნიერთა ჯგუფს ძველ ციხე-სიმაგრეში დააბინავებენ. ჯგუფის ერთ-ერთი წევრით პოლონელ დიდგვაროვანთა შთამომავალი, შუახნის მამაკაცი მოიხიბლება. კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტეს დროს მაღაზიებში სირბილს ანდომებენ, ქართველი ქალი მარადიული სულიერი ფასეულობების დამფასებელი აღმოჩნდება. მანამდე მოკრძალებულ, შეუმჩნეველ მეცნიერს სიყვარული მომხიბვლელ ქალად აქცევს. მივლინებიდან დაბრუნებულს მოკლე ხანში შეყვარებული სამშობლოში ჩამოაკითხავს.