დაიბადა 1980 წლის 1 ივლისს თბილისში. 1996–1997 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ინგლისური ენის სპეციალობით. 2001 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დრამისა და კინოს მსახიობის სპცეიალობით, 2003 წელს – ამავე უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი. 2004 წელს სწავლობდა ნიუ–იორკის უნივერსიტეტის თიშის კინოსკოლაში, მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად და მსახიობად.