ფილმი სამი ნოველისგან შედგება. მათ ერთი ნახატის ისტორია აერთიანებს, რომელიც სამ საუკუნეს სწვდება.
პირველი ამბავი მე-19 საუკუნის ბოლოს, ძველ საგვარეულო სახლში ვითარდება. ოჯახის უფროსი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ისე იქცევა, თითქოს ის და გარდაცვლილი კვლავ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.
მეორე ნოველაში მოქმედება მე-20 საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის ფონზე მიმდინარეობს. საბჭოთა გენერლის ცოლი ქმარს საყვარლის ბინაში აღმოაჩენს გარდაცვლილს. საყვარელს დახვრეტა ემუქრება.
მესამე ამბის (21-ე საუკუნე) გმირი თანამედროვე ქალაქელი ბიჭია, რომელიც სიყვარულის გამო იძულებული ხდება საკუთარ პრინციპებს უღალატოს.