ყოფილი პედაგოგის სალომეს ყოველდღიური შეგონებები ზნეობასა და თანამედროვე ახალგაზრდების გულგრილობაზე თავს აბეზრებს მის სტუდენტ ვაჟიშვილს, გიას, რომელიც დედის შეხედულებებს ძველმოდურად მიიჩნევს. სალომე მეუღლეს სთხოვს, გიას ღირებულებების გარკვევაში დაეხმაროს. შვილთან საუბრის შემდეგ ვახტანგი დაასკვნის, რომ საგანგაშო არაფერია, გია წესიერი ახალგაზრდაა და დროის შესაფერისად ცხოვრობს. ოჯახის წევრთა ურთიერთობას სალომეს ავადმყოფობა შეცვლის. მამა-შვილი გადაწყვეტს სალომეს ოცნება აუსრულოს და სამოგზაუროდ ლიტვაში წაიყვანოს. მოგზაურობაში გია ელისოს შეხვდება, რომელმაც თბილისში ერთ წვიმიან დღეს თავი დაამახსოვრა. დედის გარდაცვალების შემდეგ სახლში ხშირად ისმის მისი საყვარელი ძველი ვალსის მელოდია.