დაიბადა 1950 წლის 23 ნოემბერს, ქ. თბილისში. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. არის მწერალთა კავშირის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების რეფერენტი. კინომსახიობთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე. მისი ბიოგრაფია შეტანილია იუჯინ ონილის სახელობის დრამატურგთა ცენტრის კატალოგში - "100 ყველა დროის ცნობილი დრამატურგი".