დაიბადა 1952 წლის 21 ივნისს სოხუმში. 1974 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ქვეყნების ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ინგლისური განყოფილება. 1974 წელს დაიწყო მუშაობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზეპირმეტყველების ლაბორატორიაში ლაბორანტად. 1975 წლიდან მუშაობს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში დამდგმელ რეჟისორად, ამავე წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში კინო–ფაკულტეტის კინო–სარეჟისორო განყოფილებაზე. 1980 წელს დაამთავრა ინსტიტუტი და დაიწყო მუშაობა კინოსტუდია “ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად. 2002 წლიდან მუშაობს ტელეკომპანია “იმედში“, არის სხვადასხვა ტელეგადაცემების სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი.