ფული, ნარკოტიკი, ძალადობა, ქალები – ასეთია ფილმის გმირის ყოველდღიურობა. ომის უსინათლო ვეტერანი გამოფიტულ ახალგაზრდა კაცში სულიერებას გააღვიძებს, ვაჟი ნელ-ნელა არღვევს გაუცხოების ჯებირს, სიყვარული ენატრება. სწორედ ამ დროს ქუჩაში გოგონას გაიცნობს, რომელიც მის უზნეო ცხოვრებაში სხივივით შემოანათებს.