დრამატული მოვლენებით აღსავსე 1992 წელი. აფხაზეთში ძმათამკვლელი ომია გაჩაღებული, თბილისში ქაოსია - ჩაბნელებული ქუჩები, უმუშევრობა, პურის რიგები, კრიმინალების თარეში, ყალბი ლოზუნგები, დემორალიზებული საზოგადოება... ამ ფონზე – თბილისური ინტელიგენტური ოჯახის მძიმე ყოფა, ჩუმი სევდა და პროტესტი საზოგადოების რღვევის მიმართ.