ფილმის მთავარი მოქმედი გმირები ბავშვები არიან. ისინი თავისებურად ხედავენ სამყაროს და შეფასებაში ხალასები არიან. რეჟისორის დაკვირვების საგანი ბავშვების მიერ აღქმული კინოსამყაროა. რა გავლენას ახდენს ფილმები პატარებზე და მათ მსოფლმხედველობაზე? ბავშვები ცდილობენ გაითამაშონ ეპიზოდები ფილმებიდან, ბაძავენ საყვარელ კინოგმირებს და ასე დგამენ პირველ ნაბიჯებს კინოს სამყაროში.