შუქურის ზედამხედველს ზღვა სიყვარულს აჩუქებს – ტალღებში ქალიშვილს შენიშნავს, დახრჩობას გადაარჩენს, მოუვლის, შეიფარებს, შეიყვარებს. წყვილის ბედნიერება დიდხანს არ გასტანს. ქმრის არყოფნის დროს ნინოს უცნობი მოტოციკლისტი გააუპატიურებს. ქალი ამ ამბავს ვერავის გაუმხელს. მოტოციკლისტი კვლავ შემოივლის, ამჯერად მეშუქურის დას მოხიბლავს და მას სამუდამოდ თან გაიყოლებს. მეშუქურე ვერაფერს ხვდება. ნინო ქმრის გულუბრყვილობას და თავის დამცირებას ვეღარ აიტანს და ზღვაში დაიხრჩობს თავს.