ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა მწერალი ვაჟა გურამ რჩეულიშვილის ტრანსკრიბირებულ სახეს წარმოადგენს. ის, როგორც გურამი, მოგზაური და თავგადასავალთა მაძიებელია, ჩრდილში ყოფნას, ჩვეულებრივი მოკვდავის უფერულ ცხოვრებას ვერასდროს შეეგუება. სადაც არ უნდა იყოს – ხევსურეთში, ალავერდის ტაძრის გუმბათზე თუ აფხაზეთის ზღვის სანაპიროზე, გურამ-ვაჟას სწამს, რომ "ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში".