ზამთარი მოახლოვდა. ხელმოკლე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შეშის მჭრელს გაურიგდა. მოხუცმა საღამომდე ხერხა შეშა და ცოლ-ქმარს სამუშაოს გაგრძელებას დილისთვის შეპირდა. ბერიკაცი არც მეორე დილას და აღარც შემდეგ გამოჩენილა. გულდაწყვეტილ ცოლ-ქმარს მოხუცის შვილიშვილმა მოაკითხა. პაპა გარდაცვლოდა - ანდერძად დაებარებინა, თავი არ შეერცხვინა და დარჩენილი შეშა მის ნაცვლად დაეხერხა.