თამაზ ბუჩუკურს უცნაური თვისება აღმოაჩნდება – მისი სახის გამოსახულება ფირზე არ აღიბეჭდება. უშიშროების ორგანოები ჩათვლიან, რომ ეს ფენომენი სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის. სამედიცინო გამოკვლევებით დათრგუნული, შეშინებული თამაზი გარე სამყაროსთან ურთიერთობას გაწყვეტს და სარდაფში ჩაიკეტება. თამაზის ცოლი ქმრის გაუჩინარებით დაეჭვებულ სამართალდამცავთა შეურაცხყოფას ვეღარ აიტანს და ღირსებადაკარგულ, სოროში ვირთხასავით გამომწყვდეულ ქმარს მიატოვებს. ქვეყანაში ვითარება იცვლება, თამაზს აღარავინ ერჩის, მაგრამ სარდაფს შეჩვეულ "ვირთხას" ადამიანური თვისებების დაბრუნება აღარ სურს.