დაიბადა 1948 წლის 10 იანვარს ქ. თბილისში. 1974 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო და სარეჟისორო ფაკულტეტი. 2006 წლიდან მოღვაწეობს ალექსანდრე გრიბოებოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში.