ეროვნული
ფილმოგრაფია
ეროვნული
ფილმოგრაფია
  • KA
    • georgian
    • english
  • ფილმები
  • ხელოვანი
  • კინოსტუდია
  • კინოაკადემია

ზაალ კაკაბაძე

მთავარი icon ხელოვანი icon ზაალ კაკაბაძე

ზაალ კაკაბაძე

მთავარი icon ხელოვანი  icon ზაალ კაკაბაძე

ზაალ კაკაბაძე

18/01/1935  - 10/06/2012
საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი

ბიოგრაფია

ფილმოგრაფია

.

დაიბადა 1935 წლის 18 იანვარს ბათუმში. 1953–1954 წლებში სწავლობდა მოსკოვის ტრანსპორტის ეკონომიურ ინსტიტუტში, 1954–1957 წლებში – ლენინგრადის ზუსტი მექანიკისა და ოპტიკის ინსტიტუტში. 1960 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ილია კოპალინის სახელოსნო). 1960–1968 წლებში მუშაობდა კინორეჟისორად საქართველოს სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში, 1968 წლიდან მუშაობს საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში. 1996 წლიდან –კომპანია "ქართული ტელეფილმის" მხატვრული ფილმების განყოფილების უფროსია. ქართულ კინემატოგრაფიაში პირველმა შექმნა ახალი ჟანრი კინო–ბალეტი. მის ფილმებს მიღებული აქვთ უამრავი პრიზი: ფილმი "მწირი" (1976) – ნიუ–იორკისა და ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალების უმაღლესი პრიზები "გრან–პრი" (ინახება ლოს–ანჟელესისა და ლინკოლნის კულტურული ცენტრის ფილმსაცავების ოქროს ფონდში), ფილმი "პრომეთეოსი" (1984) – კიევის კინოფესტივალის პირველი პრიზი, ფილმი "მეთორმეტე ღამე ანუ რაც გენებოთ" (1986) – "ARABESQUE" და "GOLDEN FLEECE-88"–ს საერთაშორისო კინოფესტივალების უმაღლესი პრიზები "გრან–პრი" ბალეტის მესვეურების მიერ აღიარებულია "ყველა დროისა და ხალხების საუკეთესო კინო–ბალეტად", ფილმი "ალი ბაბა და ორმოცი ყაჩაღი" (1990) "GOLDEN FLEECE-90"–სა და "POST-MONTREUX-92"–ის საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზები.
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988), საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1964). ღირსების ორდენის კავალერი (2003). გარდაიცვალა 2012 წლის 10 ივნისს, დაკრძალულია ბათუმში.

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:

უმცროსი და
მწირი
პრომეთეოსი
მეთორმეტე ღამე, ანუ რაც გენებოთ
ორერა, სრული სვლით!
გადაღების ერთი დღე
მზიური
ალი ბაბა და 40 ყაჩაღი
სიყვარული, ივერია და...
მზე, ჰაერი და ... "ნა–ნა"
საჩუქარი
პატარა სიმღერა
მღერის მედეა ძიძიგური
ვიოლინოს რაფსოდია
მღერის გიული ჩოხელი
რამინის ბიჭები
ფოლადი და ადამიანი
კოლხური სუიტა
სამშობლოს სახელით
საქართველო არის ესე...
ქართული მელოდიები
ლაურეატები
იმპერიის რღვევა
გიგი
პიანისტთა მეორე
შვილიკა
სიტყვა მკურნალობს
შრომა და შემოქმედება
მართვე
მეგობრობის კონცერტი
გამოძახილი

სცენარის ავტორია ფილმების:

გადაღების ერთი დღე
მზიური
მზე, ჰაერი და ... "ნა–ნა"
საჩუქარი
პატარა სიმღერა
მღერის მედეა ძიძიგური
მღერის გიული ჩოხელი
რამინის ბიჭები
იმპერიის რღვევა
გიგი
კოლხური სუიტა
სამშობლოს სახელით
ქართული მელოდიები
პიანისტთა მეორე
მართვე
მეგობრობის კონცერტი
გამოძახილი
ეროვნული ფილმოგრაფია

Geocinema.ge ქართული ფილმების საძიებო საიტია, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ სასურველი ინფორმაცია ქართული ფილმებისა და მათი შემქმნელების შესახებ. მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი უამრავი მასალის თავმოყრას და მის საიტზე განთავსებას გულისხმობს. ასე რომ, მივმართავთ რეჟისორებსა და პროდიუსერებს: მეგობრებო, თუ გსურთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ სასურველი ინფორმაციის დროულად განთავსებაში, მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის! სრული ინფორმაცია თქვენი ფილმების შესახებ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ:
s.kikaleishvili@gnfc.ge
d.davitiani@gnfc.ge


საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, © 2021
სანაპიროს ქ. #4, IV სართული, თბილისი, 0105

საიტზე განთავსებული ფოტო მასალა ეკუთვნის საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივს. ყველა უფლება დაცულია@საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.