რუსეთის ერთ–ერთი პოპულარული საესტრადო შოუ–ანსამბლის წევრი ვალოდია ლიოვკინი დაიგვიანებს კონცერტზე და შოუს ხელმძღვანელი ბარი ალიბასოვი მას ანსამბლიდან გააძევებს. ამ დროს ჯგუფი საგასტროლოდ მიემგზავრება გემით "დიმიტრი შოსტაკოვიჩი" ბიჭები ურჩევენ ვალოდიას, რათა ის შეიპაროს გემზე, გადაიცვას ქალის კაბა და ისე მიიღოს მონაწილეობა რეპეტიციებში. ერთ–ერთი რეპეტიციის დროს ბარი შემოდის მუსიკალურ სალონში, ბიჭები არ დაიბნევიან და ქალურად ჩაცმული ვალოდია შეასრულებს სიმღერას, რომლის ფონოგრამას მას აწვდის კულისებიდან მომღერალი გოგონა. ვალოდია მხოლოდ პირს აღებს, ვითომ მღერის. ბარის მოსწონს გოგონას ხმა და გადაწყვეტს კონცერტებში მის გამოყენებას. სოჭში კონცერტის დროს ბიჭები გაითამაშებენ სცენას, ვითომ ერთ–ერთმა წამყვანმა სოლისტმა ფეხი მოიტეხა. ბარი გადაწყვეტს კონცერტი გააუქმოს, მაგრამ ბიჭები წარუდგენენ მომღერალ გოგონას, რომელიც პარიკს წაიძრობს და გაოცებული ბარის წინაშე ვალოდია ლიოვკინო აღმოჩნდება.ბარი იძულებულია დართოს ნება ვალოდიას მიიღოს მონაწილეობა კონცერტში. მაგრამ სასტიკად აღშფოთდება, როდესაც კონცერტის დასკვნით სიმღერაში გამოჩნდებიან "ფეხმოტეხილი" სოლისტი და მომღერალი გოგონა, რომელსაც ბარი მხოლოდ ხმით იცნობდა და ის ადრე არასოდეს უნახავს.