ფილმის გმირს, უკვე ზრდასრულ ადამიანს, ბავშვობიდან მოჰყვება დარღვეული ოჯახის ტრაგედია – მამას თითქმის არ იცნობს, დედას სხვა ოჯახი აქვს და შვილი საერთოდ არ ახსოვს. გაუცხოებული, ე.წ. ზედმეტ ბედნიერ ადამიანად ქცეული ფილმის გმირი ვერაფერს ეჭიდება ცხოვრებაში, სიყვარულიც კი ილუზიურ, უნიადაგო გრძნობად იქცევა მისთვის...