დაიბადა 1960 წლის 22 აგვისტოს ქ. თბილისში. 1983 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი. 1977–78 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სცენის მემონტაჟედ; 1983 წელს აკაკი ხორავას სახელობის თეატრალურ საზოგადოებაში ტექნიკურ რედაქტორად; 1986–95 წლებში კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ ჯერ უფროს ადმინისტრატორად, ხოლო 1990 წლიდან ფილმის დირექტორად.