დაიბადა თბილისში 1969 წლის 12 თებერვალს. დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა. 1986-1988 წლებში სწავლობდა თბილისის საცირკო - საესტრადო სასწავლებელში. 1990 წელს ჩააბარა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის მუსკომედიის ფაკულტეტზე, 1992 წელს კი გადავიდა სამსახიობო ფაკულტეტზე. 1994-1996 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში, ვოკალის განხრით. 1988 წელს ხდება ფილარმონიის სოლისტი, იმავე წელს მღერის ანსამბლ ”თაიგულში” 1996-1999 წლებში მღეროდა რესტორან ”ევროპაში”. 2000 წლის სექტემბერში შედგა მისი პირველი სოლოკონცერტი ფილარმონიაში.