დაიბადა 1955 წლის 28 ივლისს, ქ. თბილისში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დრამის რეჟისორის და ტელერეჟისურის სპეციალობით (პედაგოგი მიხეილ თუმანიშვილი). 2000 წელს იუნესკოს პროგრამით საერთაშორისო ჟურნალისტიკის კურსი. 1984 წლიდან მუშაობდა თელავის, სოხუმის, ჭიათურის, ცხინვალის, მესხეთის, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრების, დამდგმელ რეჟისორად. 1993-2010 წლებში სხვადასხვა დროს იყო სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხის, ტელეკომპანია მეცხრე არხის, იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებლის- პროგრამების მთავარი რეჟისორი, სახელმწიფოთაშორისო ტელერადიოკომპანია "მირი"-ს სამხატვრო ხელმძღვანელი და საზოგადოებრივი მაუწყებელის III არხის ("პირველი კავკასიური") მთავარი რეჟისორი. 2009 წლიდან ასწავლის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ტელე და კინორეჟისურას. არის თელავის დამოუკიდებელი ტელევიზიის ერთ-ერთი დამაარსებელი. მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები.