ეროვნული
ფილმოგრაფია
ეროვნული
ფილმოგრაფია
  • KA
    • georgian
    • english
  • ფილმები
  • ხელოვანი
  • კინოსტუდია
  • კინოაკადემია

იოსებ (სოსო) ჩხაიძე

მთავარი icon ხელოვანი icon იოსებ (სოსო) ჩხაიძე

იოსებ (სოსო) ჩხაიძე

მთავარი icon ხელოვანი  icon იოსებ (სოსო) ჩხაიძე

იოსებ (სოსო) ჩხაიძე

18/03/1937  - 03/08/1992
საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი

ბიოგრაფია

ფილმოგრაფია

.

დაიბადა 1937 წლის 18 მარტს თბილისში. 1960 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით – პოლიგრაფიული წარმოების ინჟინერ–ტექნოლოგი. 1964–1969 წლებში სწავლობდა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (გრიგოლ ჩუხრაის სახელოსნო). 1961 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს ტელე–რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, ხოლო შემდეგ – კინორეჟისორად. 1967 წელს გადაიღო ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმი ”კოლხეთი”. მისი მოღვაწეობა მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიას. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979). მიღებული აქვს პრიზები 1981 წელს მანჰაიმის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) კინო და სატელევიზიო ფილმების 30–ე საერთაშორისო ფესტივალზე სამი ძირითადი პრიზი – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისურა, კათოლიკური პრიზი ჰუმანურობისათვის. 1983 წელს დაჯილდოვდა ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედლით. სოსო ჩხაიძე გარდაიცვალა 1992 წლის 3 აგვისტოს.

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:

თუში მეცხვარე
შვიდკაცა
მეთხუთმეტე ზაფხული
ძველი ქართული საგალობლები

სცენარის ავტორია ფილმების:

მეთხუთმეტე ზაფხული
თუში მეცხვარე
შვიდკაცა
ძველი ქართული საგალობლები
ეროვნული ფილმოგრაფია

Geocinema.ge ქართული ფილმების საძიებო საიტია, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ სასურველი ინფორმაცია ქართული ფილმებისა და მათი შემქმნელების შესახებ. მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი უამრავი მასალის თავმოყრას და მის საიტზე განთავსებას გულისხმობს. ასე რომ, მივმართავთ რეჟისორებსა და პროდიუსერებს: მეგობრებო, თუ გსურთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ სასურველი ინფორმაციის დროულად განთავსებაში, მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის! სრული ინფორმაცია თქვენი ფილმების შესახებ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ:
s.kikaleishvili@gnfc.ge
d.davitiani@gnfc.ge


საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, © 2021
სანაპიროს ქ. #4, IV სართული, თბილისი, 0105

საიტზე განთავსებული ფოტო მასალა ეკუთვნის საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივს. ყველა უფლება დაცულია@საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.