მეოცე საუკუნის დასაწყისი. ქვრივ გენერალს საფლავების მომვლელი ქალი თებროლე მოეწონება, ცოლად მოიყვანს, სახელს შეუცვლის და თეას დაარქმევს. ქალს მაღალ საზოგადოებაში უსიყვარულოდ ცხოვრება უჭირს. უფალს შესთხოვს, სიყვარული აღირსოს. მალე მართლაც გამოჩნდება მეკურტნე გიო და თეა მასთან რომანს გააბამს. გენერალი ცოლის ღალატს გაიგებს. თეა და გიო ქმრის რისხვას გაერიდებიან და თავს პარიზში ამოყოფენ. უსახსროდ დარჩენილები მალე დაცილდებიან ერთმანეთს. გადის დრო. პარიზში სხვადასხვა მიზეზით გადასახლებული ქართველი ემიგრანტები საჰაერო ბურთით საქართველოში დაბრუნებას გადაწყვეტენ – მათ შორის არის თეაც.