ცნობილ მეცნიერს, უდაბნოს სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელს, სულხან იბერიელს სამუშაოს დასასრულებლად ბიუჯეტის სახსრები არ ყოფნის, იძულებულია დახმარებისთვის სხვადასხვა ინსტანციებს მიმართოს. სულხანის თავგამოდება ხშირად გადამეტებულად ეჩვენებათ, თვლიან, რომ ქვეყნად უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია მოსაგვარებელი. სულხანს მხარში უდგას ახალგაზრდა არქეოლოგი თამრიკო, რომელიც მასთან ერთად იბრძვის, რომ რუსი სამხედროების საწვრთნელ პოლიგონად გადაქცეული მონასტრის ტერიტორია განადგურებას გადაურჩეს. გათხრებს მაინც დააკონსერვებენ, მიწას მიაყრიან. ქალაქისკენ მიმავალი სულხანი უდაბნოს ველზე ინფარქტით კვდება.