დაიბადა 1923 წლის 15 თებერვალს, ქ. თბილისში. 1941-1944 წლებში მონაწილეობდა სსრკ-გერმანიის ომში. 1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1955-57 წლებში იყო სოხუმის მთავარი არქიტექტორი. 1957 წლიდან თბილისის მთავარი მხატვარი. 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის დიზაინისა და კეთილმოწყობის სამმართველოს. 1992-93 წელბში იყო ქ. თბილისის მერი. 1993 წლიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატი (1994 წელს ავადმყოფობის გამო საკუთარი განცხადებით მოიხსნა უფლებამოსილება). საქართველოს სახალხო მხატვარი (1980). საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1968). დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით, III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით (1998) და ღირსების ორდენით (1998). ოთარ ლითანიშვილი გარდაიცვალა 2003 წლის 26 სექტემბერს, თბილისში.