სკოლის დამთავრების შემდეგ ჭიათურაში სამუშაოდ ჩასული სამი მეგობრის გზა მალე გაიყრება. დათო და ყარამანი მიწისქვეშა მაღაროში დაიწყებენ მუშაობას, ბონდო კი ხე-ტყის საწყობის გამგის ბნელი საქმეების თანამონაწილე გახდება. ამხანაგების სამართლიანი საყვედურებით გაღიზიანებული ბონდო მათ მაღაროში უვარგის სამაგრ მასალას მიიტანს. კატასტროფა გარდაუვალია. უკანასკნელ წუთს ბონდო გონს მოეგება და ამხანაგების გასაფრთხილებლად გაიქცევა, მაგრამ მაღაროს ჩამოქცევისას თვითონვე დაიღუპება.