დაიბადა 1949 წლის 28 ივლისს, ქ. თბილისში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის სპეციალობით. 1974-1977 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” რედაქტორად და შემდეგ 1975-1977 წლებში ამავე სტუდიის მულტიპლიკაციური გაერთიანების მთავარ რედაქტორად. 1977-1995 წლებში მოღვაწეობდა კომპანია ”ქართულ ტელეფილმში” ჯერ რედაქტორად, ხოლო 1979 წლიდან – სასცენარო განყოფილების გამგედ. მისი სცენარით იქნა გადაღებული "ექსპერიმენტი" (1979) - რომელმაც მიიღო საქართველოს სახელმწიფო პრემია. ასევე არის რეჟისორი და სცენარისტი დოკუმენტური ფილმისა "საქართველოსთვის ბიჭებო სწორდით" (1981).