1991 წელი - თბილისში გაჭირვება და ომია. ნიცა, ლადი და დათი განუყრელი მეგობრები არიან და მუდამ ერთად სეირნობენ თბილისის ქუჩებში. ლადის დაბადების დღეს ნიცა მიუნხენში მიდის. ბიჭები ქალაქში მარტო რჩებიან. მეგობრები ერთმანეთს წერილებს წერენ. წლები გადის, მაგრამ მიმოწერა არ წყდება. 10 წლის შემდეგ ლადი და დათი ნიცას სიყვარულში გამოუტყდებიან, მაგრამ უკვე გვიან არის.