ფილმის გმირი, ახალგაზრდა მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, შემოქმედებითი ძიებისა და ხელოვნებაში საკუთარი გზის არჩევანის წინაშე დგას. ყოველივე ეს იმისკენ უბიძგებს, რომ მიატოვოს აკადემია და მშობლიურ სოფელში დაბრუნდეს. ყოველდღიური კონტაქტი სოფლელებთან, მათ სულიერ სამყაროში წვდომა თანდათან უღვივებს რწმენას, რომ სწორად აირჩია პროფესია და იპოვა თავისი დანიშნულება. ფილმის მეორე გმირი – ხელოსანი, მრავალშვილიანი ოჯახის მამა, მხატვრისაგან განსხვავებით, დარწმუნებულია თავის თავში, მყარად დგას მიწაზე და თავისი ოპტიმიზმით სულიერ წონასწორობას უბრუნებს მეგობარს.