დაიბადა 1943 წლის 30 ოქტომბერს თბილისში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1971 წელს – თბილისის სამხატვრო აკადემია, 1976 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1998 წლიდან არის საქართველოს შემოქმედთა საერთაშორისო ფედერაციის თავმჯდომარე. საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი (1982).