დაიბადა ქ. თბილისში 1936 წლის 12 ივლისს. 1954 წლიდან სწავლობდა თბილისის მხატვრული შემოქმედების კულტსაგანმანათებლო სასწავლებელში, რომლის თეატრალური განყოფილება დაამთავრა 1958 წელს. 1959–65 წ.წ. მუშაობდა დუშეთის კულტურის სახლის ვოკალური ჯგუფის ხელმძღვანელად, 1966 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ტელევიზიაში.