დაიბადა 1943 წლის 5 მარტს სოფ. ჩარდახში (მცხეთის რაიონი). 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი სპეციალობით პედაგოგი; 1957–62 წლებში მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში. 1971–2006 წლებში კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ ჯერ ადმინისტრატორად, ხოლო 1975 წლიდან ფილმის დირექტორად.