ფილმის გმირები – ხანდაზმული და ახალგაზრდა, ღვინის გასაყიდად ადრეც წასულან, მაგრამ ქალაქამდე ღვთაებრივი სითხის მიტანა ვერ მოუხერხებიათ. ვერც ამ ცხელ დღეს გაუძლეს ცდუნებას, ერთადერთი მანეთიანით ერთმანეთისაგან "იყიდეს" ღვინო და ტიკები გზაში დაცალეს.